ფეხბურთი

23:40 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ საჩემპიონო მენტალიტეტი

ვიცით, „ლივერპული“ ერთხელაც წაიფორხილებს. ყოველი შემდეგი გამარჯვება მერსისაიდელებს სულ უფრო და უფრო ძნელად გამოსდით, მაგრამ მაინც იგებენ. „ლესტერთან“ აღებული სამი ქულა, ექვსის, შეიძლება ცხრა ქულის ტოლფასიც იყოს.

ადრეც ვწედით, „წითლების“ ყოფილმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, „ლესტერი“ გამოაფხიზლა და საუკეთესო ოთხეულშიც დააწინაურა. ეს არ არის შემთხვევითობა, ეს მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.

თავიდან თითქოს ყველაფერი ჩვეული სცენარით ვითარდებოდა, სადიო მანემ ანგარიში გახსნა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ. მაგრამ მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა, „მელიებმა“ მასპინძლებს ორგანიზებული თამაში დაუპირისპირეს, ანგარიშიც გაათანაბრეს და იურგენ კლოპი გავრიანადაც ანერვიულეს.

მაგრამ ბოლოს, მაინც საჩემპიონო მენტალიტეტი ამოქმედდა, რომელიც „ლივერპულს“ ადრე არ ჰქონდა. მანემ პენალტი მოინადირა და ჯეიმს მილნერმა გამარჯვებისა 95-ე წუთზე გაიტანა. ეს უკვე დიდი გუნდების მენტალიტეტია, რომელიც ზოგჯერ თითქოს უსახური თამაშის პირობრებშიც კი, გამარჯვების მომტანია. ასეთი იყო თავის დროზე ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედი.“

„ლივერპული“ კვლავ ერთადერთი უდანაკარგოა მიმდინარე პრემიერლიგაში. რვიდან რვა გამარჯვება. კლოპის გუნდს ისევ მაქსიმალური შედეგი აქვს და 24 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს.

„ტოტენჰემი“ ეტყობა ბავარიული კოშმარიდან ვერ გამოდის. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, „დეზებმა“ შინ „ბაიერნთან“ 2:7 წააგეს.

ამჯერადაც ყველაფერი ცუდად განვითარდა. ლონდონელთა ფრანგმა მეკარემ, უგო ლორისმა უხეში შეცდომა დაუშვა და მასპინძლები დაწინაურდნენ. ამასთან, ამ ეპიზოდში მსოფლიო ჩემპიონმა კარის დარაჯმა მძიმე ტრავმა მიიღო და ის მე-8 წუთზე, პაულო გასანიგამ შეცვალა.

შედეგად, კერკეტმა „ბრაიტონმა“ 3:0 გაიმარჯვა და სეზონის წინ ჩემპიონობის კანდიდატად შერაცხული „ტოტენჰემი“ მერვე ადგილამდე დაქვეითდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-8 ტური. 5 ოქტომბერი

ლივერპული - ლესტერი 2:1

ლივერპული. „ენფილდი.“

1:0 მანე (40), 1:1 მედისონი (80), 2:1 მილნერი (90+5 პენ)

ლივერპული: ადრიანი, ალექსანდერ-არნოლდი, ლოვერნი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (ჰენდერსონი 78), მილნერი, ფირმინო (ორიჯი 78), მანე, სალაჰი (ლალანა 90+2)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ლესტერი: შმაიხელი, ჩილუელი, სეიუნჯუ, ევანსი, პერეირა, ტილემანსი, მედისონი (ჩუდჰური 86), ბარნსი (ოლბრაიტონი 45), ნდიდი, პრატი (პერესი 73), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ფაბინიო (39); ნდიდი (30), სეიუნჯუ (53), ევანსი (69), ჩუდჰური (89)

ბრაიტონი - ტოტენჰემი 3:0

ბრაიტონი. „ამექსი.“ 30 610

1:0 მოპე (3), 2:0, 3:0 კონოლი (32, 65)

ბრაიტონი: რაიანი, დანკი, უებსტერი, ბერნი, სტივენსი (მიურეი 90), გროოსი, მუი, მონტოია, ალსატე (ბონგი 88), მოპე, კონოლი (ბისუმა 80)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

ტოტენჰემი: ლორისი (გასანიგა 8), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, სისოკო, დევისი, ლამელა, დაიერი, ერიკსენი, ნდომბელე (უინკსი 46), სონი (მოურა 73), კეინი

მწვრთნელი: მაუროსიო პოჩეტინო

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: სტივენსი (57), დანკი (89); დაიერი (55)

ბარნლი - ევერტონი 1:0

1:0 ჰენდრიკი (72)

გაძევება: კოულმენი (ევერტონი, 56)

ნორვიჩი - ასტონ ვილა 1:5

0:1, 0:2 უესლი (14, 30), 0:3 გრილიში (49), 0:4 ჰურიჰეინი (61), 0:5 ლუისი (83), 1:5 დრმიჩი (87)

უოტფორდი - შეფილდ იუნაიტედი 0:0

ვესტ ჰემი - კრისტალ პალასი 1:2

1:0 ალე (54), 1:1 ვან ანჰოლტი (63 პენ), 1:2 აიუ (87)

0.115511