ფეხბურთი

15:58 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძე საქართველოს ნაკრებს დუბლით შეუერთდება (+VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ელგუჯა ლობჯანიძის „ტარაზმა“ სტუმრად „ოკჟეპტესი“ 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

მატჩის გმირი სტუმართა ქართველი ფორვარდი გამოდგა, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ „ტარაზი“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო შესვეების შემდეგ ლობჯანიძემ დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს 3:2 მოაგებინა.

ლობჯანიძემ 66-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე მეორეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველ ფეხბურთელს ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 21 თამაში აქვს ჩატარებული და 8 გოლის გატანა შეძლო. „ტარაზი“ კი, 24 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.

ვთქვათ ისიც, რომ ელგუჯა ლობჯანიძე საქართველოს ნაკრებში ირლანდიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვისაა გამოძახებული და შესაბამისად, თბილისში დადებითი განწყობით ჩამოვა.

0.116601