ძიუდო

13:51 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არქიმ" ლუხუმ ჩხვიმიანს ბინა აჩუქა

დეველოპერულმა კომპანია არქიმ იდევ ერთ ქართველ მსოფლიო ჩემპიონს აჩუქა ბინა. ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა პლანეტის ჩემპიონის ტიტული სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვა. არქის წარმომადგენლებმა 3 ოქტომბერს, სპორტსმენს ვარჯიშის დროს სიურპრიზი მოუწყვეს და საჩუქარი გადასცეს.

"კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით ლუხუმ ჩხვიმიანს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის. ამ დიდი მიღწევის აღსანიშნავად გადავწყვიტეთ ლუხუმისთვის არქის ერთ-ერთ პროექტში ბინის ჩუქება" - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

"უღრმესი მადლობა არქის ამ არაჩვეულებრივი საჩუქრისთვის. ჩემი ორი ყველაზე დიდი ოცნება ასრულდა: გავხდი მსოფლიო ჩემპიონი და ახლა უკვე საკუთარი ბინა მაქვს. ეს დიდ სტიმულს მაძლევს ვიშრომო და ვიბრძოლო მეტი," - ამბობს ლუხუმ ჩხვიმიანი.

კომპანია აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტის პოპულარიზებასა და განვითარებაში. არქიმ ოთხ მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობაში ბინა არქი ისანში უკვე გადასცა. მათ რიგს ლუხუმ ჩხვიმიანიც შეუერთდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მადლობას უხდის კომპანია „არქის“ გამოჩენილი გულხმიერებისა და მხარდაჭერისთვის

შეგახსენებთ, რომ მანამდე "არქიმ" ბინებით ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები დაასაჩუქრა.

0.120919