ფეხბურთი

10:15 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" ანტი-რეკორდი

ევროპა ლიგის მატჩში "ალკმაარი" შინ "მანჩესტერ იუნაიტედს" 0:0 დაუზავდა. "წითელმა ეშმაკუნებმა" მთელ შეხვედრაში კარში ერთხელაც კი ვერ დაარტყეს, რაც კლუბის ანრი-რეკორდია. აღნიშნულ ტურნირზე მანჩესტერელებს 25 მატჩი აქვს ჩატარებული და პირველად მოხდა, რომ კარში ვერ დაარტყეს.

ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერმა" ბოლო ათი მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში 1989 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

ევროპა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ "მანჩესტერი" ოთხი ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა.

სტატისტიკა
0.234467