ფეხბურთი

21:58 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კურტუამ შესაძლოა "გრანადასთან" ვერ ითამაშოს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მეკარე ტიბო კურტუა ტრავმირებულია და შესაძლოა "გრანადასთან" მოედანზე ვერ გავიდეს. ბელგიელი გოლკიპერი "ბრიუგესთან" ფრედ დასრულებულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის პირველი ნახევარის შემდეგ შეცვალეს.

როგორც Marca სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ფეხბურთელი მწყობრში ვერ ჩადგება და ზინედინ ზიდანი "გრანადასთან" ალფონსო არეოლას ათამაშებს. "ბლანკოსის" ვებგვერდის ცნობით კურტუამ დარბაზში ივარჯიშა და არა გუნდთან ერთად. მადრიდის "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 15 ქულით იმყოფება, ხოლო "გრანადა" მეორეზეა - 14 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109959