ფეხბურთი

2:48 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ კასილიასის მიღწევა დაამხო და რაულს გაუთანაბრდა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ რეკორდების დამყარებას აგრძელებს. 34 წლის ფეხბურთელმა „ლევერკუზენს“ გაუტანა, რომელიც აქამდე არასდროს დაემწუხრებინა.

შედეგად, პორტუგალიელს ახლა ჩემპიონთა ლიგაზე 33 სხვადასხვა გუნდი ჰყავს დამწუხრებული და ამ მრავალფეროვანი მაჩვენებლით რაულს გაუთანაბრდა.

გარდა ამისა, კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაზე 102-ე მატჩი მოიგო და კიდევ ერთი ლეგენდარული ესპანელის, იკერ კასილიასის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც აქამდე ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში 101 თამაში აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ „ლევერკუზენი“ 3:0 დაამარცხა და D ჯგუფს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ერთად ლიდერობს.

0.112276