თამაშგარე

11:48 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შხვართი და დაუზარელი სარა სამპაიო

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლამაზმანთა მთელი კოჰორტები ცდილობენ მათი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების თილისმის ესოდენ სასურველი წოდება მოიპოვონ და ამ გზით მამრთა გულის გახარების გარდა, საყოველთაო ცნობადობასაც გამოჰკრან ხელი, რაც მათ საქმეში დაგვეთანხმებით უმნიშვნელოვანესია.

პორტუგალია ერთ-ერთი იშვიათი ლამაზმანმრავალი ქვეყანაა, სადაც შავტუხა ასულები ნაკრების თილისმის ტიტულისთვის აღარ იბრძვიან, რადგან ყველა შეეგუა იმ ჭეშმარიტებას, რომ აღნიშული ტიტული ხელთ უპყრია და ღირსეულადაც, პორტუგალიელ ყველაზე ცნობილ მოდელს, სარა სამპაიოს.

სარა სამპაიო მსოფლიოს ტოპ-მოდელთა ათეულშია და მისი მხრიდან, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ქომაგობა უკვე ბევრს ნიშნავს. ეს გოგონა ფეხბურთზე მართალია იშვიათად საუბრობს ხოლმე, მაგრამ როდესაც მის თანამემამულეებს მხარდაჭერა და გვერდში დგომა ჭირდებათ, არც სტადიონზე მისვლას იზარებს და ზოგადად, პორტუგალიაში იციან, რომ ყველაფერში მეტად დაუზარელი და ცქვიტი გოგონაა.

0.115226