ავტოსპორტი

23:21 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა „ფერარის“ გამარჯვებების სერია სოჭში შეწყვიტა

ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, სოჭის ოლიმპიურ ტრეკზე, რუსეთის დიდი პრიზის რბოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. ბრიტანელმა პილოტმა უსწრაფესი წრეც დააფიქსირა და ამისთვის ბონუს ქულა მიიღო.

ამგვარად, „მერსედესის“ პილოტებმა კვლავ (მეექვსედ) არავის დაუთმეს სოჭში გამარჯვება. ჰამილტონმა თავის თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან, ვინც მეორე ადგილი დაიკავა, საჩემპიონატო კლასიფიკაციაში უპირატესობა 73 ქულამდე გაზარდა. სეზონის დასრულებამდე, სულ 5 რბოლაა დარჩენილი, რომლებშიც მაქსიმუმ 130 ქულის აღებაა შესაძლებელი (სწრაფი წრის ბონუს ქულების ჩათვლით), რაც იმას ნიშნავს, რომ ჰამილტონს მეექვსე ტიტულის გასანაღდებლად, ამ ეტაპზე მინიმუმ 57 ქულის აღება სჭირდება.

ჰამილტონმა უნგრეთის შემდეგ, პირველი რბოლა მოიგო და თავისი საკარიერო მონაგარი 82 გამარჯვებამდე აიყვანა. შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ რეკორდი მიხაელ შუმახერს ეკუთვნის, ვისაც 91 რბოლა აქვს მოგებული. ამასთან, ბრიტანელს მიმდინარე სეზონში უკვე 9 მოგება აქვს.

„ფერარი“ სოჭში ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ჩავიდა და კვალიფიკაციაშიც დაამტკიცა, რომ მთავარი ფავორიტი იყო. კვალიფიკაციაში შარლ ლეკლერის გამარჯვება სწორედ ამის დასტური გახდა.

სტარტზე სებასტიან ფეტელმა ჯერ ჰამილტონი ჩამოიტოვა და პირველ მოსახვევამდე, სლიპ სტრიმის გამოყენებით ლეკლერსაც მიასწრო. მონაკოელს რადიოთი უთხრეს, რომ მალე გერმანელი ლიდერობას დაუბრუნებდა, მაგრამ ფეტელმა სიჩქარე გაზარდა და რამდნჯერმე სწრაფი წრე დააფიქსირა.

მეოთხე წრეზე ლეკლერს შეატყობინეს, რომ ფეტელი ლიდერობას მეოთხე წრეზე დაუბრუნებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ფეტელმა უცნაური განმარტება გააკეთა - თითქოს ლეკლერი იმ შემთხვევაში უნდა გაეტარებინა, თუ 1.3 წამზე მიუახლოვდებოდა.

შუა რბოლაში ფეტელი ტექნიკური პრობლემების გამო გაჩერდა. და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რომელმაც მარანელოელთა გეგმები არია. ლეკლერიც მალევე აწუწუნდა - რადიოთი თავისიანებს უთხრა - სლიპ სტრიმის საშუალება მივეცი და ახლა პოზიცია უნდა დააბრუნოსო.

ლეკლერმა პიტ სტოპი 23-ე წრეზე შეასრულა, ფეტელმა სამი წრით გვიან და ტრასაზე დაბრუნებული, თანაგუნდელზე უკან აღმოჩნდა. ამ დროს ჰამილტონი პელოტონის სათავეში იყო, თუმცა საბურავები (მედიუმები) ჯერ შეცვლილი არ ჰქონდა. ეს კი ნიშნავდა, რომ მისი პიტ სტოპის შემდეგ, ლიდერი ლეკლერი გახდებოდა. მაგრამ სწორედ ამ დროს, ფეტელმა თავისი მანქანა გზის მიღმა გააჩერა, რასაც ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა მოჰყვა. სწორედ ამ დროს შეცვალეს საბურავები „მერსედესის“ პილოტებმა და პირველი ორი პოზიციაც შეინარჩუნეს. მალე ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და ამ დროს ლეკლერი სოფტებზე (მერსედესების მსგავსად) გადავიდა, მაგრამ გამარჯვებისთვის ბრძოლაც აღარ გამოუვიდა...

რუსეთის დიდი პრიზი

სოჭის ოლიმპიური პარკი, დისტანცია 309.745 კმ (5848 მ, 53 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 3.829
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 5.212
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 14.210
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 38.348
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 45.889
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 48.728
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 57.749
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 58.779
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 59.841
  11. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1'00.821
  12. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1'02.496
  13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'08.910
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1'10.076
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1'13.346
  16. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 25 წრე
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 26 წრე
  18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 27 წრე
  19. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 29 წრე
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 53 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:35.761 (51-ე წრე, 219.847 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 322 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 249; 3. შარლ ლეკლერი - 215; 4. მაქს ფერსტაპენი - 212; 5. სებასტიან ფეტელი - 194; 6. პიერ გასლი - 69; 7. კარლოს საინსი - 66; 8. ალექს ალბონი - 52; 9. ლანდო ნორისი - 35; 10-11. დანიელ რიკარდო და ნიკო ჰულკენბერგი - 34; 12-13. დანიილ კვიატი და სერხიო პერესი - 33; 14. კიმი რაიკონენი - 31; 15. კევინ მაგნუსენი - 21; 16. ლანს სტროლი - 19; 17. რომენ გროჟანი - 8; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 4; 19. რობერტ კუბიცა - 1; 20. ჯორჯ რასელი - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 571 ქულა; 2. ფერარი - 409; 3. რედ ბულ-ჰონდა - 311; 4. მაკლარენ-რენო - 101; 5. რენო - 68; 6. ტორო როსო-ჰონდა - 55; 7. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 52; 8. ალფა რომეო-ფერარი - 35; 9. ჰაას-ფერარი - 29; 10. უილიამს-მერსედესი - 1.

0.11381