ფეხბურთი

22:12 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ლესტერმა“ „ნიუკასლი“ გაანადგურა

ინგლისური პრემიერლიგის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღეს, მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა. „ლესტერმა“ თავის „კინგ პაუერზე“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა, 5:0 მოუგო და ცხრილში მესამე ადგილზე დაბრუნდა.

მართალია, სეზონი ახალი დაწყებულია და შორს მიმავალი პროგნოზის გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ ბრიტანელი სპეციალისტები მიიჩნვენ, რომ ბრენდან როჯერსმა „მელიებს“ ახალი სული შთაბერა და ჩემპიონი ვერა, მაგრამ პირველი ოთხეულიდან, შეიძლება რომელიმე ბობოლაც გააძევოს.

პირველ ტაიმში შედარებით თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. მასპინძლები რიკარდუ პერეირას გოლით იგებდნენ. მაგრამ შესვენების წინ, მსაჯმა „კაჭკაჭი“ ისააკ ჰაიდენი გააძევა და მეირე ტაიმში ლესტრელებმა სტუმრებს გადაუარეს. დუბლი მიითვალა ჯეიმი ვარდიმ.

ლესტერი - ნიუკასლი 5:0

1:0 პერეირა (16), 2:0 ვარდი (54), 3:0 დამეტი (75 საკ. კარში), 4:0 ვარდი (64), 5:0 ნდიდი (90)

გაძევება: ჰაიდენი (ნიუკასლი 43)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111457