ფეხბურთი

20:07 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძემ ბელგიაში ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა (+VIDEO)

ბელგიის პროქსიმუს ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) გოლის გატანა შეძლო გიორგი ბერიძემ. მერვე ტურში ქართველი შემტევის „ლოკერენი“ „ლომელს“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა (1:1).

ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-7 წუთზე ძლიერი დარტყმით ანგარიშიც გახსნა. 29-ე წუთზე მასპინძლებმა გაათანაბრეს და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

22 წლის ჩვენებურმა კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. 3 დღის წინ ბელგიის თასზე „ანტვერპენს“ მოხდენილი გოლი გაუტანა, ახლა კი პროქსიმუს ლიგაშიც გახსნა პირადი ანგარიში.

მოგეხსენებათ, გიორგი „ლოკერენში“ „გენტმა“ ერთი თვის წინ გაანათხოვრა. შავ-თეთრები კი 8 ტურში დაგროვებული 6 ქულით 8-გუნდიან ლიგაში მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.

0.143147