ფეხბურთი

19:11 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი და საგოლე პასი ავსტრიაში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „ადმირას“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში კი, კვლავინდებურად გამორჩეული იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა, ხლო 48-ე წუთზე ბეკიმ ბალაის გაატანინა და საგოლე პასიც მიუმატა მონაგარს.

23 წლის ჩვენებურს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.

„შტურმს“ 9 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11264