ფეხბურთი

18:10 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ დანიაში ისევ გაიტანა (+VIDEO)

დანიის სუპერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა საბა ლობჟანიძემ. მე-11 ტურში „რანდერსი“ „ოლბორგს“ ესტუმრა და პრობლემების გარეშე 3:0 დაამარცხა.

ქართველმა შემტევმა მინდორზე 88 წუთი გაატარა და 76-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. საბამ ახლო მანძილიდან შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა და სუპერლიგის მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი მიითვალა (ლობჟანიძის გოლი იხილეთ ვიდეოში 02:35 წუთიდან - რედ).

აღსანიშნავია, რომ „რანდერსმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და ბუნებრივია ასეთი წარმატებული სერია სატურნირო ცხრილზეც აისახა - 17 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

0.150953