ფეხბურთი

17:47 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას ავტოგოლი თურქეთში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მეექვსე ტურში ლევან შენგელიას „ქონიასპორმა“ „კაისერისპორს“ უმასპინძლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე გატანილი პენალტით 2:1 დაამარცხა.

შენგელიამ მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, აქტიურიც იყო, თუმცა მე-9 წუთზე ანგარიში მისი ავტოგოლით გაიხსნა. სტუმრებმა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდეს და ჩვენებური ბურთის კუთხურზე გადაგდებას ცდილობდა, მაგრამ საკუთარი კარი დალაშქრა.

მოგეხსენებათ, ლევანი ერთი თვის წინ გადაბარგდა თურქეთში და მეორედ ითამაშა ახალ გუნდში, ძირითად შემადგენლობაში კი, პირველად მოხვდა.

„ქონიასპორს“ 6 ტურის თავზე 9 ქულა აქვს სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

0.11072