ფეხბურთი

0:55 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვლავ ნეიმარი - ბრაზილიელმა პსჟ-ს მესამედ მოაგებინა (+VIDEO)

„სტრასბურთან“, „ლიონთან“ და ახლა უკვე „ბორდოსთან“ - ნეიმარმა „პარი სენ ჟერმენს“ საფრანგეთის ლიგა 1-ში უკვე მესამედ მოაგებინა.

ბრაზილიელმა შემტევმა ჟირონდელთან კარში 70-ე წუთზე გაიტანა და როგორც გაირკვა, ეს გამარჯვების მომტანი გოლი იყო - 1:0. „ბორდოსთან“ მატჩსაც იგივე სცენარი ჰქონდა, როგორც „სტრასბურთან“ და „ლიონთან“ და ის მატჩებიც პსჟ-მ ნეიმარის კინკილა გოლებით მოიგო.

ხსენებული სამი მატჩის შუალედში იყო „რეალთან“ (3:0) დაპირისპირება, სადაც ნეიმარმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა და ლიგა 1-ში მარცხი „რეიმსთან“ (0:2), სადაც სამხრეთ ამერიკელმა გმირის მისია ვერ ითავა.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ მატჩებამდე ნეიმარი პარიზელთა რიგებში არ თამაშობდა, რადგან „ბარსელონაში“ ტრანსფერის მოლოდინში იმყოფებოდა.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113643