ფეხბურთი

22:20 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის 3(!) საგოლე პასი თურქეთში (+VIDEO)

თურქეთის პირველი ლიგის მეექვსე ტურში დიდებულად გაისარჯა გიორგი არაბიძე. „ადანასპორის“ ქართველმა ლეგიონერმა სამი(!) საგოლე პასი შეასრულა.

ადანალები „ალთაის“ დაუხვდნენ და სამჯერ უგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ქულების განაწილება მოუწიათ მეტოქესთან - 3:3.

არაბიძემ კი შეუცვლელად ითამაშა და ჯერ ემეკა ეზეს, შემდეგ რენან დენიზს და ბოლოს ველი კიზილქაიას გაატანინა. გიორგი ნელ-ნელა ალღოს უღებს თურქულ გარემოს, რადგან სამიოდ დღის წინ თურქეთის თასზე მოხდენილი ჯარიმაც გაიტანა.

„ადანასპორს“ რაც შეეხება, ჯერჯერობით საქმეები კარგად ვერ მისდის და პირველ ლიგაში 6 ტურში მოპოვებული 6 ქულით მე-13 ადგილზეა.

0.141128