ფეხბურთი

23:36 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ „რეალის“ გაწვრთნაზე ოცნებობს

პორტუგალიელ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიუს, გულში მადრიდის „რეალის“ გაწვრთნა ამოუჭრია - გვამცნობს Goal. წლეულს, მაისიდან სექტემბრამდე, „განსაკუთრებულმა“ „მონაკოს,“ „მილანის,“ „ლილის,“ „ვოლფსბურგისა“ და „შალკეს“ წინადადებები უარყო.

ადრე, ჟოზე, „ტოტენჰემში“ სამუშაოდაც მზად გახლდათ, რადგან დარწმუნებული იყო, რომ „რეალიდან“ სანტიაგო სოლარის დათხოვნის შემდეგ, „სამეფო კლუბში“ დამრიგებლად მაურისიო პოჩეტინოს დანიშნავდნენ. მაგრამ მადრდელებმა ისევ ზინედინ ზიდანი აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიუ „რეალში“ 2010-13 წლებში მუშაობდა. მისი ბოლო კლუბი კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, რომლიდანაც ის 2018 წლის დეკემბერში გაუშვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116332