ფეხბურთი

22:01 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასაში ვაკო გვილია საგოლე პასით გამოირჩა. მე-10 ტურში „ლეგიამ“ ერთ-ერთ კონკურენტ „ლეხიას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე დაწინაურდა, მერე ორი უპასუხო გოლი გაუშვა და დამარცხდა.

ვარშაველები მე-11 წუთზე მატეუშ ვიეტესკამ დააწინაურა, რომელმაც გვილიას კუთხურის შემდეგ გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

ქართველს, რომელმაც ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.

„ლეგია“ კი 17 ქულით მეოთხეა, ხოლო გათამაშებას სწორედ გდანსკის „ლეხია“ ლიდერობს 19 ქულით.

0.154723