ფეხბურთი

21:37 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დერბის" კაპიტანი ავტოავარიაში მოჰყვა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

„დერბი ქაუნთის“ სამი ფეხბურთელი ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც კაპიტანმა რიჩარდ კეომ მუხლი დაიზიანა. ირლანდიელი მცველი აღნიშნული მიზეზით სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

კეოსთან ერთად იმყოფებოდნენ ტომ ლოურენსი და მეისონ ბენეტი, თუმცა მათი დაზიანებები უმნიშვნელოა.

მომხდარმა „დერბის“ ხელმძღვანელობის გაღიზიანება გამოიწვია და როგორც გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ამ საკითხზე გამოძიებას დაიწყებენ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა რა სახის სანქციებს გაატარებს „დერბი“ ფეხბურთელების მიმართ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108861