ჩოგბურთი

22:07 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ვალენსიის ტურნირის მერვედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ ვალენსიაში მიმდინარე ტურნირზე მერვედფინალში გასვლა მოახერხა. გორგოძე 1/16 ფინალში რუს ვალენტინა ივახნენკოს დაუპირისპირდა და პრობლემების გარეშე ორ სეტში დაამარცხა.

ქართველის უპირატესობა აშკარა იყო და ორივე სეტი ადვილად, 6:3, 6:2 მოიგო. შეხვედრა საათსა და 43 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

26 სექტემბერს, გორგოძე მერვედფინალში იტალიელმ მარტინა ტრევიზანს გაეჯიბრება.

0.128817