სხვა

17:52 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტონ პლესნოიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა ანტონ პლესნოიმ, რომელმაც ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, 172, 177 და 181 კგ დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. პლესნოი ჩინებულად გაისარჯა აკვრაშიც, სადაც სამივე ცდაზე უშეცდომო იყო (203, 209, 213) და აღნიშნულ დისციპლინაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

შედეგად, ორჭიდის ჯამში 394 კგ დაუგროვდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, 23-წლამდე ევროპის და საქართველოს რეკორდიც დაამყარა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ რეზი დავითაძე ასევე ოქრო-ბრინჯაოს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110956