ფეხბურთი

18:30 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძე პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში (+VIDEO)

გდინიას „არკას“ თავდამსხმელი დავით სხირტლაძე პოლონეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველს გასულ უიქ-ენდზე ჩინებული გარჯა ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა დაუფასა.

სხირტლაძემ „ლოძთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასით გააკეთა, რითაც საკუთარ გუნდს დამაჯერებელ გამარჯვებაში ხელი შეუწყო - 4:1.

ვთქვათ, რომ ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114813