ფეხბურთი

20:17 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძის დუბლი და საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეცხრე ტურში დავით სხირტლაძემ დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. გდინიას „არკა“ „ლოძს“ ესტუმრა და სეზონში მეორე გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია - 4:1.

ანგარიში 21-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან შეძლო მეტოქის კარის აღება. პირველი ტაიმის მიწურულს კი, დავითმა დუბლი გაიფორმა.

72-ე წუთზე ჩვენებურმა იანკოვსკი მეკარეს პირისპირ შეატოვა და დუბლთან ერთად საგოლე პასის ავტორიც გახდა.

მიმდინარე სეზონში სიხრტლაძეს პოლონეთის ექსტრაკლასაში ჩატარებულ 7 მატჩში 4 გოლი დაუგროვდა. „არკას“ კი, 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

0.120257