ფეხბურთი

1:09 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერაში ორხელისუფლებიანობაა

მე-5ტურის დასკვნით მატჩში, მადრიდის „რეალმა,“ „სევილიას სტუმრად მინიმალური ანგარიშით მოუგო და 11 ქულით ბილბაოს „ატლეტიკთან“ ერთად , სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ყველას აინტერესებდა როგორ მდგომარეობაში იქნებოდა „სამეფო კლუბი“ გასულ კვირას, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, „პარი სენ-ჟერმენთან“ განადგურების შემდეგ (0:3). არა უშავდათ. დეპრესიულობაც დიდად არ ეტყობოდათ. ეგ არის, ვერ აქვს ჯერჯერობით „რეალს“ თამაში დაწყობილი. იმ მატჩისგან განსხვავებით, მადრიდელთა შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოხდა, კაპიტანი სერხიო რამოსი დაბრუნდა.

პირველ ტაიმში ორი მომენტი ჰქონდათ, აზარსა და კარვახალს, მაგრამ მეკარე ვაცლიკს ვერ აჯობეს. მასპინძელთაგან ლუკ დე იონგს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა კარისკენ.

შესვენების შემდეგ, სცენარი დიდად არ შეცვლილა. 64-წუთზე კი სტუმრებს კარგი კონტრშეტევა გამოუვიდათ და კარვახალის გადაცემით, ბენზემამ თავით შორეულ კუთხეში შეაგდო.

მასპინძლები შეეცადნენ გათანაბებას. მაგამ არაფერი გამოუვიდათ. აზარს ისევ არაფრით გამოუჩენია თავი.

ესპანეთი

პრიმერა. 5 ტური. 22 სექტემბერი

სევილია - რეალი 0:1

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 42 354

0:1 ბენზემა (64)

სევილია: ვაცლიკი, ნავასი, დიეგო კარლოსი, კარისუ (ნოლიტო 81), რეგილონი, ფერნანდო, ხორდანი (ჩიჩარიტო 69), ბანეგა, ვასკესი (ტორესი 52), ოკამპოსი, ლუკ დე იონგი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

რეალი: კურტუა, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მენდი, კაზემირო, კროოსი, ხამესი (ვალვერდე 76), ბეილი, აზარი (ვასკესი 90), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: ბანეგა (26), ხორდანი (53); კარვახალი (20), რა,ოსი (62)

ხეტაფე - მალიორკა 4:2

1:0 ბაბა (7 საკ. კარში), 2:0 მოლინა (33), 3:0 ნიომი (63), 3:1, 4:1 ბუდიმირი (70, 77), 4:2 ანხელი (84)

ესპანიოლი - სოსიედადი 1:3

0:1, 0:2 ვილიანი (18, 34), 1:2 სალდუა (71 საკ. კაში), 1:3 ისაკი (75)

ვალენსია - ლეგანესი 1:1

1:0 პარეხო (21 პენ), 1:1 როდრიგესი (35)

ბილბაო - ალავესი 2:0

1:0 რაულ გარსია (38 პენ), 2:0 მუნიაინი (72)

სტატისტიკა
0.228585