ფეხბურთი

23:59 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

არაბულმა "პანიონისი" მარცხისგან ბოლო წუთზე იხსნა (+VIDEO)

ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში „პანიონისი“ მარცხისგან იხსნა. ჩვენებურმა „ლამიასთან“ საგარეო მატჩში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში (1:1) დააფიქსირა.

არაბულმა შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი ფლანგური გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით გაიტანა.

მოგეხსენებათ, ქართველი საბერძნეთში გასულ ზაფხულს გადაბარგდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება მოასწრო.

„პანიონისს“ წესით 4 ქულა უნდა ჰქონდეს (1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება), მაგრამ სეზონის წინ 6 ქულა დააკლეს. ამიტომ ჯერ „ვალებს“ ისტუმრებს, -2 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

0.149715