ფეხბურთი

16:21 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: "პეპეს ადაპტაცია სჭირდება"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ გუნდის ახალწვეულს ნიკოლა პეპეს ადაპტაცია სჭირდება და სამწვრთნელო შტაბი ამისთვის მუშაობს.

"პეპეს ადაპტაცია სჭირდება. იგი კარგად თამაშობს, პროგრესს აგრძელებს და მინდა შედეგი უახლოეს მომავალში დავინახო. ჩვენ მასთან ერთად ვმუშაობთ - ვარჯიშის შემდეგ პეპეს ვიდეოჩანაწერს ვნახულობთ და ვცდილობთ სწორი მითითებები მივცეთ." - ციტირებს Sky Sports-ი ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს.

პეპე "არსენალში" "ლილიდან" მიმდინარე წლის ზაფხულში 80 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში კოტდივუარელმა ექვსი მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112171