ფეხბურთი

3:45 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

შავ-ლურჯი მილანი

იტალიის სერია A-ს ოთხი ტურის თავზე კვლავინდებურად „ინტერი“ ლიდერობს, რომელიც უდანაკარგოდ იმყოფება პირველ პოზიციაზე.

ანტონიო კონტემ „ნერაძურის“ახალი სისხლი გადაუსხა და ამას ჩემპიონთა ლიგაზე „სლავიასთან“ ფრე ნამდვილად ვერ გააქარწყლებს. ფაქტია, მილანელებმა პრიორიტეტი შიდა ჩემპიონატზე გააკეთეს და ალბათ, არ გაემტყუნებათ.

მეოთხე ტურის მთავარი დუელი კი, საფეხბურთო ლა სკალად წოდებულ „სან სიროზე“ გაიმართა, სადაც „დერბი დელა მადონინა“ შედგა. ბევრი ფიქრობდა, რომ კონტეს „ინტერის“ ძლევამოსილი სერია სწორედ თანაქალაქელთან შედგებოდა, მაგრამ ფაქტია „ნერაძურიმ“ ძალიან ადვილად მოიგო. მეტიც, შეიძლება ითქვას, მიმდინარე სეზონში ყველაზე კარგი თამაში ჩაატარა.

ნაანტრაქტევს ნომინალურმა სტუმრებმა ორჯერ იხეირეს და დაამჯერებლად მოიგეს. „ინტერს“ თავისუფლად შეეძლო სხვა ეპიზოდებშიც გატანა, მაგრამ ხან ძელი ერთვებოდა საქმეში, ხან - ხარიხა. „მილანმა“ კი თითქმის მთელი თამაში ხეირინიად ვერ შეუტია და ბუნებრივია, ქულის მოპოვების პრეტენზია ვერ ექნებოდა. ამასობაში, „დერბ დელა მადონინა (სერია A-ს ეგიდით) „ინტერს“ უკვე მიჯრით 7 მატჩია არ წაუგია (4 მოგება, 3 ფრე) და მსგავსი კარგი სერია 1999 წლის მარტის შემდეგ არ ჰქონია. შავ-ლურჯები სატურნირო ცხრილს 12 ქულით ლიდერობენ.

„ინტერს“ კვალში „იუვენტუსი“ უდგას, რომელიც მაურიციო სარის თქმით, ჯერაც შენების პროცესშია და ეს შეუირაღებელი თვალითაც ჩანს. „ბებერმა ქალბატონმა“ „ვერონასთან“ სახლში გაჭირვებით 2:1 იმარჯვა და თავიდან აგებდა კიდეც. სტუმრებს ნამდვილად შეეძლოთ ქულის მოპოვება მაინც, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი გაანიავეს.

იუვენტუსი“ – „ვერონა“ 2:1 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; დანილო, დემირალი, ბონუჩი, ალექს სანდრო; რემზი (ხედირა 61), ბენტანკური (პიანიჩი 51), მატუიდი; კუადრადო, დიბალა (იგუაინი 72), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

ვერონა“ (3-4-3): სილვესტრი; რაჰმანი, კუმბულა, გიუნტერი; ფარაონი, ამრაბატი (პაცინი 85), ველოზუ, ლაზოვიჩი; ვერე (პესინა 59), დი კარმინე, ძაკანი (ტუტინო 73)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 0:1 ველოზუ (20), 1:1 რემზი (31), 2:1 რონალდუ (49, პენ)

გაფრთხილება: კუმბულა (16, 90), რაჰმანი (28), ფარაონი (34)

გაძევება: კუმბულა (90)

სტატისტიკაკარისკენ დარტყმები: 12 (3) – 8 (8) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 2:0 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

„მილანი“ – „ინტერი“ 0:2 (0:0)

მილანი, „სან სირო“

მაყურებელი: 70 440

„მილანი“ (4-3-1-2): დონარუმა; კონტი, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი (ერნანდესი 72); კესიე, ბილია, ჩალჰანოღლუ (პაკეტა 64); სუსო; პიონტეკი, ლეაო (რებიჩი 83)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; დ’ამბროზიო, ბარელა (კანდრევა 82), ბროჟოვიჩი, სენსი (ვესინო 72), ასამოა; ლაუტარო მარტინესი (პოლიტანო 76), ლუკაკუ

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 ბროჟოვიჩი (49), 0:2 ლუკაკუ (78)

გაფრთხილება: კონტი (48), რებიჩი (88) - დ’ამბროზიო (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 11 (9) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: დანიელე დოვერი

„უდინეზე“ – „ბრეშა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 რომულო (57)

თეგებისერია A