ფეხბურთი

19:07 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას დუბლით "დინამომ" უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა (+VIDEO)

საქართელოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში „დინამო თბილისი“ ივანწმინდაში „ჩიხურას“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

დედაქალაქური გუნდი საჩემპიონო რბოლაშია ჩაბმული და ვინაიდან გუშინ ბათუმის „დინამომ“ გამარჯვება მოიპოვა, ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა. თუმცა, მოტივაციის მიუხედავად „დინამოს“ ერთობ გაუჭირდა იმერეთში სამი ქულის მოპოვება და მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეძლო მეტოქის გატეხვა.

87-ე წუთზე გიორგი ქიმაძის ჩაწოდების შემდეგ ლევან კუტალიამ პენალტი მოინადირა, რომელიც თავადვე შეასრულა ზუსტად და შეიძლება ითქვას, სწორედ მაშინ გადაწყდა მატჩის ბედი. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კუტალიამ კონტრშეტევა დააგვირგვინა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამომ“ 57 ქულა დააგროვა და ლიდერს ოდენ ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი თამაშიც მარაგში აქვს („საბურთალოსთან“).

„ჩიხურა“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 კუტალია (87, პენ), 0:2 კუტალია (90)

0.112852