სხვა

10:46 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ სეკიტორის წოდება შეინარჩუნა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუ კოტოტებაკარს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება ოშიდაშის ილეთით მოახერხა, რამაც ჩვენებურს ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილი და სეკიტორის წოდება შეუნარჩუნა.

ქართველმა გოლიათმა შეტაკებისთანავე დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, მისი დამარცხება კი ძალიან ადვილად მოახერხა.

ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება იყო და ქართველმა ურთიერთსეხვედრებში ანგარიში თავის სასიკეთოდ გახსნა.

ამრიგად ჯუღელს მიმდინარე ბაშოზე 6 მოგების საპირისპიროდ 8 მარცხი დაუგროვდა და დადებითი ბალანსი ვერა, თუმცა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და მომდევნო ბაშოზე კვლავ სეკიტორის წოდებით იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125743