ფეხბურთი

23:35 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიური კომბინაცია და სუპერგოლით მოგებული პრინციპული დუელი ბათუმში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში შედგა, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაბმული ბათუმის „დინამო“ და თბილისის „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა მოლოდინასემბრ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა ერთადერთი გოლი გავიდა.

გია გეგუჩაძის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოო ჯამში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. აჭარელთა სათამაშო უპირატესობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ელვინ ტერა მოედნიდან გააძევეს. რიცხობრივი უპირატესობა „დინამომ“ შეირგო და 74-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გოლი, რომელიც ნამდვილად იყო შედევრი. ჯერ გაბრიელ რამოსმა ითამაშა ფანტასტიკურად და შემდეგ მისმა თანამემამულე ჯოვინო ფლამარიონმა. სწორედ ბრაზილიელი გახდა მატჩის გმირი, რომელმაც მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა ბურთი მოქმედი ჩემპიონის კარში.

„დინამომ“ 58 ქულას მოუყარა თავი და ლიდერის პოზიციაზეა, ხოლო „საბურთალო“ უკვე 7 ქულით ჩამორჩა. გია ჭიბრიშვილის გუნდი თავს მხოლოდ იმით თუ დაიმშვიდებს, რომ კონკურენტთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„დინამო“ (ბათუმი) – „საბურთალო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯოვინო ფლამარიონი (74)

0.132601