ფეხბურთი

20:47 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ჰავერცს არ ეშვება

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ლევერკუზენის" შემტევი ნახევარმცველი კაი ჰავერცი შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს. როგორც გერმანული გამოცემა Sport Bild-ი იუწყება, "მერსისაიდელები" შეეცდებიან ზაფხულში გერმანული კლუბი ტრანსფერზე დაიყოლიოს.

ინგლისელები ფეხბურთელის დამატებას 2017 წლიდან ცდილობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გაღებას აპირებს "ლივერპული" შემტევი ნახევარმცველის გადასაბირებლად.

ჰავერცი "აახენის" აკადემიის აღზრდილია და "ლევერკუზენში" 2010 წელს გადავიდა. პირველ გუნდში კაი 2016 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ ფეხბურთელმა 111 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჰავერცის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სტატისტიკა
0.277662