ფეხბურთი

17:52 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე "დინამოს" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ეროვნული ლიგისა და "დინამოს" ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მჭედლიძე „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 10-ნომრიანი მაისური მოირგო. ამრიგად, ლევანი საქართველოში 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მეტიც, პროფესიონალურ კარიერაში მისთვის „დინამო“ პირველი ქართული გუნდი იქნება.

აქამდე მჭედლიძეს მხოლოდ იტალიაში, ჯერ „პალერმოს“ (2008-2010) და შემდეგ „ემპოლის“ (2010-2019) რიგებში უთამაშია. 29 წლის ფორვარდი 2006-2008 წლებში სწორედ ემპოლელთა აკადემიაში ირჯებოდა.

იტალიურ კარიერაში მჭედლიძემ 175 თამაშში 21 გოლის გატანა მოახერხა, საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 32 მატჩში 2 გოლი მიითვალა.

0.115181