ჭადრაკი

15:22 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ”ნონა გაფრინდაშვილის თასი-2019”

20 - 29 სექტემბერი 2019 წ.

ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37

  1. ორგანიზატორები:

1.1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

  1. ტურნირები:

2.1. A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგით 2001 და მეტი, ასვე ფიდეს წოდებიანები - GM, IM,WGM, WIM);

- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით;

2.2. B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგით 2000 და ნაკლები, ურეიტინგო).

2.3. C ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგით 1600 და ნაკლები, ურეიტინგო).

  1. სათამაშო წესები:

3.1. დროის კონტროლი: A ღია ტურნირში - 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე,

30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. B და C ღია ტურნირში - 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის

დამატებით ყოველ სვლაზე;

3.2. ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად;

  1. ტურნირში მონაწილეობა:

4.1. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. აუცილებელია ჭაბუკებისა და

გოგონებისათვის დაბადების მოწმობის, ხოლო ღია ტურნირებში მონაწილეთათვის პირადობის

მოწმობის წარმოდგენა.

  1. ტურნირების განრიგი:

ტური

რიცხვი

A და B ღია ტურნირი

C ღია ტურნირი

ჩამოსვლის დღე

20 სექტემბერი

გახსნა

21 სექტემბერი

16:00

11:00

I ტური

21 სექტემბერი

16:00

11:00

II ტური

22 სექტემბერი

16:00

11:00

III ტური

23 სექტემბერი

16:00

11:00

IV ტური

24 სექტემბერი

16:00

11:00

V ტური

25 სექტემბერი

16:00

11:00

VI ტური

26 სექტემბერი

16:00

11:00

VII ტური

27 სექტემბერი

16:00

11:00

VIII ტური

28 სექტემბერი

16:00

11:00

IX ტური

29 სექტემბერი

15:00

10:00

დახურვა

29 სექტემბერი

20:00

20:00

მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურნირის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება მოახდინოს.

  1. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:

6.1. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

ა) ურთიერთშორის შეხვედრა;

ბ) ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

გ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

დ) შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;

ე) მოგებების მეტი რაოდენობით.

6.2. - A ღია ტურნირში: I ადგილზე გასული მოჭადრაკე ვაჟი და ქალი დაჯილდოვდებიან

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;

II - III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;

- B და C ღია ტურნირებში: I ადგილზე გასული მოჭადრაკე ვაჟი და ქალი დაჯილდოვდებიან

თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;

II - III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;

- ყველა ასაკობრივ და რეიტინგ კატეგორიებში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

http://gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113027