სხვა

13:21 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი უარყოფითი ბალანსის ზღვარზეა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს კვლავ წააგო ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ჩვენებურმა მიმდინარე ბაშოზე მე-7 მარცხი მიითვალა და რთულ ვითარებაშია, რადგან დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან ყველას მოგება მართებს. გამომდინარე იქიდან რომ ლევანი ტრავმით ასპარეზობს დადებითი ბალანსის განაღდება ძალიან რთული იქნება, შეიძლება ითქვას ამის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს.

რაც შეეხება დღევანდელ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებს, აღნიშნული წყვილი აქამდე ერთმანეთს 12-ჯერ შეხვედრილან და ტოჩის დიდი უპირატესობა აქვს. 8 მოგება 4 მარცხის საპირისპიროდ.

თავად მიტაკეუმს შემოდგომის სუპერტურნირზე 9 მოგება და 3 მარცხი აქვს და ერთ-ერთი ლიდერია.

ლევანის მომდევნო მეტოქე მეხუთე მაეგაშირა რიუდენი იქნება, რომელსაც მოგება-წაგების ბალანსი მიმდინარე ბაშოზე თანაბარი აქვს - 6:6-ზე. გორგაძეს კი აქამდე ორჯერ შეხვდა და აქაც თანაფარდობაა - 1 მოგება და 1 მარცხი.

აკი ბაშოს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ტაკაკეიშო, რომელმაც დღეს მიოგირიუ დაამარცხა. 9:3-ზე ბალანსი კი მიტაკეუმს, ოკინოუმს, ცურუგიშოს, ტაკარაფუჯის და მეისეის აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101892