სხვა

13:20 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი აკი ბაშოს ლიდერთან დამარცხდა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს მეექვსე მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი სექტემბრის სუპერტურნირის ლიდერ ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა და ოკურიტაოშის ილეთით დამარცხდა.

ჩვენებურმა შეტაკებისთანავე მცირე უპირატესობა მოიპოვა და თითქოს მისი დამარცხებაც შესაძლებელი იყო, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ ბრძოლა სათავისოდ წაიყვანა და ტოჩი დოჰიოზე დასცა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-11 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც გორგაძემ მხოლოდ 2 მოიგო, 9-ში კი თავად დამარცხდა.

ამრიგად, ლევანს 5 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 3 უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს დაკარგავს.

ქართველი სუმოისტის ხვალინდელი მეტოქე კი კიდევ ერთი ლიდერი, მიტაკეუმი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი შემდეგნაირია: 8 მოგება და 3 მარცხი ტოჩის სასარგებლოდ.

რაც შეეხება სხვა სუმოისტებს. გორგაძის დამარცხების შემდგომ ტაკაკეიშოს 9:2-ზე ბალანსი გაუხდა და ერთპიროვნული ლიდერია. დანარჩენმა ლიდერებმა კი თავიანთი ორთაბრძოლები მარცხით დაასრულეს და 8:3-ზე ბალანსი: მიტაკეუმს, ოკინოუმს, ცურუგიშოს, ასანოიამას და ტაკარაფუჯის აქვთ.

0.153337