ფეხბურთი

13:49 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "დიდებულად ვითამაშეთ"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ნაპოლიმ" შინ "ლივერპული" 2:0 დაამარცხა. მატჩისშემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დიდებულად ითამაშა.

"ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, რომ ღირსეულად გვეთამაშა. თუ შანსი გვექნებოდა ის უნდა გამოგვეყენებინა და შეხვედრა მოგვეგო, ასეც მოხდა. თანაბარი შეხვედა იყო, მომენტების რეალიზება მოვახდინეთ და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩა. "ლივერპული" ევროპის საუკეთესო გუნდია და მათთან დიდებულად ვითამაშეთ"- განაცხადა ანჩელოტიმ.

პირველი გოლი 82-ე წუთზე მერტენსმა გაიტანა, მეორე გოლი კი 92-ე წუთზე ლორენტეს ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130348