თამაშგარე

11:23 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის“ ვერმოგება მშვენიერმა ინეზმაც განიცადა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება დაიწყო და ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე მილანის “ინტერნაციონალეს“ ჩეხურ “სლავიასთან“ არცთუ თვალსაამო გარჯით იტალიელმა ქომაგებმა მაინცდამაინც ვერ ისიამოვნეს. მილანელ ტიფოზთა შორის გულდარდიანად ცნობილი ტელეწამყვანი, მოდელი და მსახიობი ინეზ ტროკიაც იყო.

ინეზი მიუხედავად იმისა, რომ იტალიის სამხრეთში დაიბადა, მილანის “ინტერის“ გულდათუთქული ტიფოზია და ეს არასოდეს დაუმალავს. ერთი პერიოდი ეს ასული ერთ-ერთ იტალიურ ტელეარხზე სპორტული გადაცემის წამყვანიც კი იყო და მაშინაც თავპატიჟდაუდებლად იძახდა, რომ მილანური კლუბი მისი ცხოვრების სიამე და ტკივილი იყო.

ჩვენს მიერ თქვენთვის შემოთავაზებული ფოტოებიდანაც მიხვდებით, რომ ინეზ ტროკიას თამამი ფოტოსურათების გადაღება და გამომზეურება ცხოვრების წესად აქვს ქცეული, რაც მისი ხელობის ქალისაგან უცნური ნამდვილად არაა. სწორედ ამიტომაცაა, რომ “ინტერნაციონალეს“ ცნობილ ქომაგებს შორის ტროკიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

0.131597