ფეხბურთი

9:08 | 17.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ „მონაკოს“ უარი უთხრა

„მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, „მონაკოს“

მწვრთნელობას არ დათანხმდა - გვამცნობს RMC. წყაროს მტკიცებით, იტალიელი პსჟ-ის წინადადებას ელის, საიდანაც უახლოეს ხანში ტომას ტუხელს გაათავისუფლებენ.

„მონაკო,“ საფრანგეთის ჩემპიონატში, 5 ტურის შემდეგ, 2 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

ასევე „მონაკო“ “ინტერის“ ყოფილ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტისაც ელაპარაკება.

2011 წლის დეკემბრიდან კლუბის მფლობელი რუსი მილიარდერი დმიტრი რიბოლოვლიოვი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129413