ფეხბურთი

0:23 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარადონამ სადებიუტო მატჩი წააგო

არგენტინის სუპერლიგის მე-6 ტურის მატჩში, „ხიმნასია ი ესგრიმამ“ „რასინგთან“ 1:2 წააგო. ეს პირველი შეხვედრა გახლდათ დიეგო მარადონასათვის „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელის რანგში.

მატჩი ლა-პლატაში, „ხუან კარმელო სერილიოს“ სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ანგარიში რასინგელმა დიეგო გონსალესმა 36-ე წუთზე გახსნა. მეორე ნახევრის დასაწყისში წონასწორობა არიელ გარსიამ აღადგინა. მაგრამ მალევე ფედერიკო სარაჩომ გამარჯვებისა შეაგდო.

„რასინგმა“ 9 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა. „ხიმნასია“ კი 1 ქულით ბოლო, 24-ე პოზიციაზე დგას.

0.11625