ფეხბურთი

22:11 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული მატჩი სერია A-ში (+VIDEO)
"ბრეშა" - "ბოლონია" 3:4

იტალიის სერია A-ში 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა "ბრეშამ" საკუთარ სტადიონზე პირველი მატჩი ჩაატარა (საწყის ორ ტურში სტუმრად ითამაშა). ბუნებრივია, ელიტარულ დივიზიონს მონატრებულნი ადგილობრივი პუბლიკა "მარიო რიგამონტიზე" გამარჯვების მოლოდინში შეიკრიბა.

"ბრეშამ" მართლაც ჩინებულად დაიწყო და "ბოლონიას" ჯერ 2:0-ს ამარცხებდა, ტაიმი კი 3:1 მოიგო და სამ ქულას მიუახლოვდა. თუმცა, მეორე ნახევარის სტარტზე ლომბარდიელებს კაპიტანი დანიელე დესენა გაუძევეს და ყველაფერი შეიცვალა.

რიცხობრივი უპირატესობა დიდებულად გამოიყენა "ბოლონიამ", რომელმაც ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და თავად გაიმარჯვა - 4:3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.073225