სხვა

14:11 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა შოდაის დამარცხება მოახერხა (+VIDEO)

აკი ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძესთვის. ტოჩინოშინი მეოთხე მაეგაშირა შოდაის დაუპირისპირდა და მეტოქე ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებური შემოდგომის სუპერტურნირზე ტრავმით ასპარეზობს, ქართველმა სუმოისტმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და იაპონელი მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

აღნიშნული წყვილი ერთმანეთს 15-ჯერ შეხვდა და მცირე უპირატესობა შოდაის აქვს - 8 მოგება და 7 მარცხი.

ამრიგად, ტოჩის მიმდინარე ბაშოზე 3 მოგების საპირისპუიროდ 5 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 8 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5-ის მოგება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს დაკარგავს.

გორგაძის მომავალი მეტოქე კი კომოსუბი შოტა ენდო იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 6 მარცხის საპირისპიროდ 4 მოგება აქვს.

აკი ბაშოს კი 8 გამარკვებით მერვე მაეგაშირა ოკინოუმი ლიდერობს. 7 მოგება და 1 მარცხი აქვს მე-10 მაეგაშირა მეისეის, 6:2-ზე ბალანსი კი მიტაკეუმს, ცურუგიშოს, იშიურას, ტაკაკეიშოს და ენდოს აქვთ.

0.136659