ფეხბურთი

17:15 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ფეხბურთში შეცდომებისგან დაზღვეული არ ხარ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ნორვიჩთან" წაგებული (2:3) პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდს გარჯა დაუფასა და აღნიშნა, რომ "ნორვიჩს" მაღალი დონის მოთამაშეები ყავს.

"ვულოცავ მოწინააღმდეგეს. აღნიშნული მატჩით დასკვნების გამოტანა უნდა შევძლოთ და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. "ნორვიჩს" მაღალი დონის ფეხბურთელები ყავს და ეს მათ გასულ წელს ჩემპიონშიფშიც დაადასტურეს. ისინი დღეს მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ჩვენ კი ცუდად არ გვითამაშია და თუმცა ფეხბურთში შეცდომებისგან დაზღვეული არ ხარ. არ ვიცი კარში რამდენჯერ დავარტყით, თუმცა ფეხბურთი გოლებით ფასობს." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებს ბურთის ფლობის უპირატესობა (69%:31%), კარისკენ 25-ჯერ დაარტყეს და კარში ბურთი რვაჯერ წავიდა. "ნორვიჩმა" კი რვაჯერ გაილაშქრეს და სამჯერ წავიდა ბურთი კარისკენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113826