სხვა

11:12 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მეხუთე მარცხი აკი ბაშოზე (+VIDEO)

აკი ბაშოზე მორიგი მარცხი განიცადა თეიმურაძ ჯუღელმა. გაგამარი მე-8 საშეჯიბრო დღეს ჯურიოს მე-14 ნომერ კაიშოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება იყო და ჩვენებურმა ურთიერთშეხვედრებში ანგარიშის თავის სასიკეთოთ გახსნა ვერ მოახერხა.

დღევანდელ მეტოქეს შემოდგომის სუპერტურნირზე 4 მოგების წილ 4 მარცხი დაუგროვდა, რაც შეეხება გაგამარუს, მას 3 მოგება და 5 წაგება აქვს და რთულ მდგომარეობაშია.

ჯუღელს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან 5 გამარჯება მართებს, თუმცა ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ 3 მოგება სჭირდება.

ქართველი გოლიათის მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-11 ნომერი კოტონოვაკა იქნება, რომელსაც აქამდე 1-ჯერ შეხვდა და დამარცხდა. ჩვენებურის ხვალინდელი მეტოქე აკი ბაშოს ერთ-ერთი ლიდერია, მას 6 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17271