ფეხბურთი

3:30 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მალენის ბენეფისი ერედივიზიონში (+VIDEO)

პსვ ეინდჰოვენის ნიჭიერ ფორვარდ დონიელ მალენს ალბათ არასდროს დაავიწყდება 2019 წლის სექტემბრის თვე. მიუხედავად იმისა, რა სიმაღლეებისა თუ მწვერვალების დაპყრობას შეძლებს.

საქმე ისაა, რომ 20 წლის ჰოლანდიელს ერედივიზიონის ბოლო ტურში არნემის „ვიტესთან“ სრული ბენეფისი და წარმოდგენა ჰქონდა - 5(!) გოლი გაიტანა. შედეგად, პსვ-ს მესამე ფეხბურთელი გახდა კოენ დილენისა (1959 წელი) და ბერტ თეუნისენის (1964 წელი) შემდეგ, რომელმაც ერედივიზიონში პენტა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ 6 სექტემბერს, მალენს ჰოლანდიის ნაკრებშიც დიდებული დებიუტი ჰქონდა - გერმანიას, ჰამბურგში გოლიც გაუტანა და ბუნებრივია, ეს დღეები მის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142951