ფეხბურთი

23:35 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი MLS-ში (+VIDEO)

ამერიკული MLS-ის 30-ე ტურში ქართველების „სან ხოსე“ ნიუ-იორკში ადგილობრივ „სიტის“ ესტუმრა და შინ ქულოდ დაბრუნება მოუწია, ვინაიდან 1:2 დამარცხდა.

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ერთადერთ გოლში ვაკომ დიდი წვლილი შეიტანა. მე-20 წუთზე ქართველი შემტევის იდეალური ფლანგური გადაცემის შემდეგ კრის ვონდოლოვსკის გატანა აღარ გასჭირვებია და ანგარიში გაიხსნა.

თუმცა, სტუმრებმა მოპოვებული უპირატესობა არათუ მატჩის ბოლომდე, არამედ პირველ ტაიმშიც ვერ შეინარჩუნეს, ორი გოლი გაუშვეს და საბოლოოდ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს.

„სან ხოსეს“ 30 მატჩში 44 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა, ვაკოსთვის კი ეს მე-5 საგოლე პასი იყო MLS-ის მიმდინარე სეზონში და ამასთან 8 გოლიც აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111871