ფეხბურთი

20:13 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" მორიგი მიღწევა

"ლივერპულმა" ინგლისის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "ნიუკასლი" 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ირგენ კლოპის გუნდმა პრემიერლიგაში ზედიზედ მე-14 შეხვედრაში იმარჯვა, თანაც ისე რომ თითოეულ მათგანში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა, აღნიშნული მაჩვენებლი კი პრემიერლიგის ისტორიაში არავის ჰქონია.

ასევე, "ლივერპული" გახდა მესამე გუნდი, რომელმაც პრემიერლიგაში ზედიზედ 14 მატჩი მოიგო. აღნიშნული შედეგი აქამდე ლონდონის "არსენალმა" 2002 წელს დააფიქსირა და 14 მატჩი მოიგო, 2019 წელს "მანჩესტერ სიტიმ" 15-მატჩიანი სერია დააფიქსრა, ხოლო 2017 წელს "ქალაქელებმა" 18 დაპირისპირება მოიგეს.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133625