სხვა

13:16 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი რთულ მდგომარეობაშია (+VIDEO)

აკი ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა ქართველი სუმოისტებისთვის, რადგან გაგამარუს მსგავსად მარცხი განიცადა ლევან გორგაძემაც.

ტოჩინოშინი წლის მეხუთე სუპერტურნირზე ტამავაშის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. ეს აღნიშნული წყვილის 29-ე დაპირისპირება გახლდათ და ამ მხრივ მოგება წაგების ბალანსი ჩვენებურის სასარგებლოდ 18:11-ზეა.

ტოჩის მიმდინარე ბაშოზე 2 მოგების წილ ოთხი მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6 გამარჯვება მართებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ გორგაძე ტრავმით ასპარეზობს ეს ძალიან რთული იქნება და დიდი ალბათობით ოძეკის ტიტულს დაკარგავს, მისი დაბრუნება კი მომდევნო ბაშოზე მოუწევს, ამ შემთხვევაში მას მინიმუმ 10 ორთაბრძოლის მოგება მართებს.

რაც შეეხება ლევანის მომდევნო მეტოქეს, ქართველი დაიეიშოს დაუპირისპირდება, რომელსაც შემოდგომის ბაშოზე ტოჩის მსგავსად 2 მოგების საპირისპიროთ 4 მარცხი აქვს. ურთიერთშეხვედრებში კი ლევანი საგრძნობ უპირატესობას ფლობს, რადგან მეტოქეს აქამდე 8-ჯერ შეხვედრილა და მისი დამარცხება 6 შემთხვევაში მოახერხა, 2-ჯერ კი თვითონ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111912