სხვა

11:10 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ კიოკუშუჰოსთან დამარცხდა (+VIDEO)

აკი ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუ წლის მეხუთე სუპერტურნირზე ჯურიოს მეშვიდე ნომერ კიოკუშუჰოს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა.

მონღოლი მეტოქე ჯურიოს ლიდერია და კოტონოვაკასთან ერთად შემოდგმის ბაშოზე 5 მოგების საპირისპიროდ მხოლოდ 1 მარცხი აქვს. რაც შეეხება ჩვენებურთან ურთიერთშეხვედრებს - ეს აღნიშნული წყვილის 24-ე დაპირისპირება გახლდათ და ამ მხრივ მოგება წაგების ბალანსი კიოკუშუჰოს სასარგებლოდ 13:11-ზეა.

ქართველ გოლიათს მიმდინარე ბაშოზე სამი მოგების წილ სამი მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5 გამარჯვება მართებს. რაც შეეხება ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად გაგას დარჩენილი შეხვედრებიდან მინიმუმ 3 მოგება სჭირდება.

ჯუღელის მომავალი მეტოქე ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

0.127183