ფეხბურთი

17:45 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა ჩემპიონის გამარჯვებით განახლდა

სანაკრებო პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ბოლნისში, „სიონისა“ და თბილისის „საბურთალოს“ მატჩით განახლდა.

გიორგი ჭიაბრიშვილს გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება „თამაზ სტეფანიას“ სტადიონზე არ გასჭირვებია და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც მოქმედმა ჩემპიონმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ჯერ იყო და ანტე გიმ გახსნა ანგარიში, მერე კი, ოგნიენ როლოვიჩმა და გიორგი გაბედავამ თამაშის ბედი გადაწყყვიტეს. მეორე ნახევარში „სიონმა“ ოდენ პრესტიჟის გოლი გაიტანა, რომელიც რატი ცაცკრიალაშვილმა პენალტიდან მიითვალა.

ამრიგად, „საბურთალომ“ 50 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, თუმცა სხვებთან შედარებით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. „სიონი“ კი ბოლო დროს ერთობ წარუმატებლად ასპარეზობს და 27 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.

„სიონი“ – „საბურთალო“ 1:3 (0:3)

გოლები: 0:1 ანტე გი (1), 0:2 როლოვიჩი (21), 0:3 გაბედავა (31), 1:3 ცაცკრიალაშვილი (53, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115892