ჩოგბურთი

14:22 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელი ჩოგბურთელი სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ბრაზილიელ ჩოგბურთელს დიეგო მატოსს გარიგებული მატჩებისთვის სამუდამოდ ჩოგბურთის თამაში აეკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას, Tennis Integrity Unit-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გამოძიების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მატოსმა ათი შეხვედრის ანგარიშზე გავლენა იქონია. გავრცელებული ინფორმაციით მატოსს ჩოგბურთის თამაში სამუდამოდ აეკრძალა და ჯარიმის სახით 125 000 ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა.

ბრაზილიელი ჩოგბურთელი წყვილთა შორის 374-ე ნომერია, ხოლო ერთეულთა შორის 1178-ე.

0.116838