თამაშგარე

10:23 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გულნარა - აზერბაიჯანის მშვენება

ამ ჩვენს მშვენიერ რუბრიკაში ლამაზმანებს პლანეტის კიდით-კიდემდე რომ ვუთვალთვალებთ და განვაქიაქებთ, ჩვენი ქვეყნის სამეზობლომ რა დააშავა? არც არაფერი! მით უმეტეს, რომ აგერ ჩვენთან, სულ ახლოსმდებარე აზერბაიჯანში ისეთი ხანუმები დაგოგმანებენ - თქვენი მოწონებული!

ამჯერად წარმოგიდგენთ, არამხოლოდ აზერბაიჯანული სპორტის, კულტურისა და პოლიტიკის, არამედ მთელი აზერბაიჯანის თილისმას, ყოფილ “მის აზერბაიჯანს“, გულნარა ალიმურადოვას, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს სამეზობლოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სასურველი ქალია.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის უპირველესი ლამაზმანის წოდება ქალბატონმა გულნარამ რვა წლის წინ - 2010 წელს მოიპოვა, წლების გასვლის შემდეგ მისი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და ფაქტობრივად ტანისამოსის ბრენდი არ დარჩა რომელსაც ეს მშვენიერი გოგონა არ არეკლამებდეს. ამ ბოლო დროს მსახიობობაც სცადა და როგორც ამბობენ, გულნარა ხანუმს ეს საქმეც ძალიან კარგად გამოსდის!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118523